ანა დარასელია
დავიბადე 1975 წლის 5 მაისს, ქ. თბილისში.
1991 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე საშუალო სკოლა. 1991 წ. ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე, მაგრამ უკვე დეკემბერში მივატოვე აღნიშნული სასწავლებელი და 1992 წ. ჩავირიცხე ს-ს ორბელიანის სახ.სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ფიზიკა -მათემატიკის ფაკულტეტზე, სპეციალობით - მათემატიკა, ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა, რომლის სრული კურსი წარმატებით დავამთავრე 1997 წელს.
1998 წლის იანვრიდან ვმუშაობ სსიპ ქალაქ თბილისის №37 საჯარო სკოლაში, ჯერ ინფორმატიკის და მათემატიკის მასწავლებლად, შემდეგ - კი საინფორმაციო მენეჯერად.
2006 წელს დავიწყე მუშაობა ტრენერად ფონდ "ირმის ნახტომში". ამჟამად ვარ განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერი... ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა... ასევე ძალიან მომწონს ურთიერთობა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან - მათი აზრები, მოლოდინი და ოცნებები...
მიყვარს ხელოვნება, ვაფასებ ჩემს ძვირფას მეგობრებს და მათთან მეგობრობას...
არ მწყინს კონსტრუქციული კრიტიკა და იგივეს ველოდები სხვებისგანაც...
მაინტერესებს ძალიან ბევრი რამ... არ მენანება დრო სიახლეების დაუფლებისთვის...