ტრენინგის შესახებ


ტრენინგი არის შემოქმედებითი  პროცესი, რომელიც საჭიროებს სწორ დაგეგმვას და კარგ მომზადებას. თითოეული მასწავლებელთა ჯგუფი საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას და  სხვადასხვა აქტივობებს. ყველა ტრენინგი ტარდება  წინასწარ შედგენილი გეგმა - განრიგით.

II დონის ტრენინგის სახელწოდებაა

"ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"

ტრენინგ კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფგანვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გამდიდრებას.

ტრენინგ - კურსის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებლები.


წინა საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
Windows, MS Office, Internet, E-mail.
საკვალიფიკაციო დონის დასადგენად მასწავლებელი გაივლის მარტივ ტესტირებას. 

ტრენინგ - კურსის სრული ხანგრძლივობა 39 სთ. (13 დღე - 3 სთ.)

ტრენინგი კურსის შინაარსი შედგება ოთხი მოდულისგან:

მოდული  I     - კურსის შესავალი
მოდული  II   - გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
მოდული  III - სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით
მოდული  IV  - თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით

სერტიფიკატის მიღების პირობები:
   სულ ცოტა 10 ტრენინგ - დღეზე დასწრება;
   მოდულის დასრულების შემდეგ შესაბამისი დავალების წარმოდგენა ელექტრონულ ფორმატში;
   კურსის ბოლოს ელექტრონული პორტფოლიოს გამოქვეყნება.

ტრენინგის გასვლის შემდეგ, მასწავლებლის მონაცემები და მისი სერტიფიცირება აისახება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ ბაზაში, რაც გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის გაურკვევლობას პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის დროს.

 სსიპ ქალაქ თბილისის #37 საჯარო სკოლაში სისტემატურად ტარდება ძველი თბილისის და დიდუბე - ჩუღურეთის რაიონების სხვადასხვა სკოლების მასწავლებელთა გადამზადება. 
ამ რაიონების თითქმის ყველა სკოლის მასწავლებელთა  80% გავლილი აქვთ წარმატებით II დონის ტრენინგი  "ისტ - ის გამოყენება სასწავლო პროცესში". 








2014 წლის აპრილ/მაისში ჩატარდა II დონის ტრენინგი სსიპ ქალაქ თბილისის #24 საჯარო სკოლაში. ტრენინგი ტარდებოდა მომავლის კლასში, რაც  მასწავლებლებს მისცა SmartBoard-ზე მუშაობის შესაძლებლობა. აღნიშნული ტექნიკის არსებობა ამდიდრებს სასწავლო პროცესს ინტერაქტიური აქტივობებით, რაც მთლიანობაში ზრდის სწავლის მოტივაციას მოსწავლეებში.

ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლებმა იმსჯელეს სასწავლო პროცესში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის სხვადასხვა გზებზე. აღნიშნული იყო პროექტებით სწავლების მნიშვნელობა თანამედროვე სკოლაში. განხილული იყო უამრავი საინტერესო აქტივობა.


წინ მასწავლებლებს ელოდება ტრენინგი: ინტელის ძირითადი კურსი : "პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტერგრირება"